Sunday, February 21, 2010

მარილები ქიმიაში

მარილები ქიმიაში ნებისმიერი იონური შენაერთია, რომელიც შედგება კათიონების (დადებითად დამუხტული იონები) და ანიონებისგან (უარყოფითი იონები), რომელთა შერწყმით ნეიტრალური პროდუქტი მიიღება. ეს კომპონენტი იონები შეიძლება იყოს არაორგანული (Cl−) ისევე როგორც ორგანული (CH3COO−) და მონოატომური (F−) ისევე როგორც პოლიატომური იონები (SO42−).<<—
სუფრის მარილი ანუ ზოგადად მარილი არის სიცოცხლისთვის აუცილებელი მინერალი, იგი შედგება ნატრიუმქლორიდისგან. მარილის არომატი განეკუთნება ოთხ ძირითად გემოს. ის არის კარგი შემნახველი და ამიტომ ხშირად გამოიყენება საკვების კონსერვირებაში. საოჯახო მოხმარებისთვის იწარმოება შემდეგი სახის მარილები: არარაფინირებული (როგორიცაა ზღვის მარილი), რაფინირებული და იოდიზირებული მარილი. მარილი არის თეთრი, ღია ვარდიფერი, ან ღია რუხი კრისტალიზირებული მყარი სხეული, ის ძირითადად მიიღება ზღვის წყლიდან, ან კლდის ნალექიდან. კლდის მარილს, თავისი შემადგენლობის გამო, შეიძლება დაჰკრავდეს ღია რუხი ფერი. ქლორიდისა და ნატრიუმის იონები, მარილის ძირითადი შემადგენელი ნაწილები, ყველა ცოცხალი არსების, მათ შორის ადამიანის, სიცოცხლისთვის აუცილებელია. მარილი არეგულირებს სხეულში წყლის მოცულობას. მინერალის ან თვით ნატრიუმქლორიდის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მარილის მოთხოვნილება. თუმცა, მარილის ჭარბად მოხმარება ზრდის ჯანმრთელობის პრობლემების ალბათობას, მათ შორის მაღალწნევიანობას. ესეც ვცი რამე სხვა

No comments:

Post a Comment