Monday, March 22, 2010
NILS BORE
მიმდინარეობს ჩაწერა ვიკიმარათონში. სადაც სტატიების წერა ყველას შეუძლია. ჩაეწერეთ!
ნილს ბორი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნილს ბორი
Niels Henrik David Bohr
ფიზიკოსი
დაბადების თარიღი 7 ოქტომბერი, 1885
დაბადების ადგილი: კოპენჰაგენი, დანია
გარდაცვალების თარიღი 18 ნოემბერი, 1962
გარდაცვალების ადგილი იქვე
ნილს ბორი (Niels Henrik David Bohr) (დ. 7 ოქტომბერი, 1885, კოპენჰაგენი, დანია ― გ. 18 ნოემბერი, 1962, იქვე) — დანიელი ფიზიკოსი, თანამედროვე ფიზიკის ერთ–ერთი ფუძემდებელი. ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში. ამ დარგში მრავალი აღმოჩენის ავტორი. მათემატიკოსი ჰარალდ ბორის ძმა და ნობელის პრემიის ლაურეატის ოგე ბორის მამა. მანჰეტენის პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ახალგაზრდა ნილს ბორი ახალგაზრდობის წლები [რედაქტირება]
ნილს ბორი დაიბადა კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორის, კრისტიან ბორის ოჯახში. საწყისი განათლება მომავალმა მეცნიერმა, გამელჰოლმის სკოლაში მიიღო, რომელიც 1903 წელს დაამთავრა. ოცდასამი წლის ასაკში დაამთავრა კოპენჰაგენის უნივერსიტეტი, სადაც ძალზედ ნიჭიერი ფიზიკოსის რეპუტაცია მოიპოვა. მისი სადიპლო ნაშრომი დანიის სამეფო აკადემიამ ოქროს მედლითაც კი დააჯილდოვა. 1908–1911 წლებში ბორმა გააგრძელა მუშაობა კოპენჰაგენის უნვერსიტეტში. აქ იგი ლითონების კლასიკურ ელექტრონულ თეორიას იკვლევდა, რამაც შემდგომში მის სადოქტორო დისერტაციას საფუძველი ჩაუყარა.
უნივერსიტეტის დამთავრებიდან სამი წლის შემდეგ, ბორი სამუშაოდ ინგლისში გადავიდა, სადაც წელიწადზე მეტი იმუშავა კემბრიჯის უნივერსიტეტში ტომსონის ხელმძღვანელობით. ამის შემდეგ იგი მანჩესტერში გადადის და აგრძელებს მუშაობას რეზერფორდის ლაბორატორიაში, რომელიც იმ დროს ერთ–ერთი წამყვანი კვლევითი ცენტრი იყო ევროპაში.
უკანასკნელი წლები [რედაქტირება]
ნილს ბორი და ალბერტ აინშტაინი კვანტურ თეორიაზე კამათში, 1925.მეორე მსოფლიო ომის დროს ბორი საცხოვრებლად გადავიდა ჯერ, ინგლისში ხოლო შემდეგ აშშ–ში, სადაც თავის ვაჟთან, ოგე ბორთან ერთად მუშაობდა მანჰეტენის პროექტზე.
გარდა ფიზიკისა, ნილს ბორი დიდ ყურადღებას აქცევდა ბიოლოგიას და ფილოსოფიას. იგი იყო 20–ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, მრავალი ნაციონალური და საერთაშორისო პრემიის ლაურეატი.
ნილს ბორი 1962 წლის 18 ნოემბერს, კოპენჰაგენში, საკუთარ სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
მოღვაწეობა [რედაქტირება]
პირველი მეცნიერული ნაბიჯები [რედაქტირება]
ბორის მოსვლამდე რეზერფორდის ლაბორატორიაში უკვე ტარდებოდა ექსპერიმენტები, რომლებმაც მეცნიერები ატომის პირველი პლანეტარული მოდელის შექმნამდე მიიყვანა. ალფა–ნაწილაკების გამოყენებით ჩატარებულმა ცდებმა, რეზერფოდრი მიიყვანა დასკვნამდე, რომ ატომის ცენტრში განლაგებულია მცირე ზომის და მუხტის მქონე ატომბირთვი, რომელშიც კონცენტრირებულია თითქმის მთელი მასა, ხოლო მის გარშემო განლაგებულია შედარებით მსუბუქი ელექტრონები. ვინაიდან ცნობილი იყო, რომ ატომი ელექტრულად ნეიტრალურია, რეზერფორდმა ივარაუდა, რომ ელექტრონების ჯამური მუხტი ბირთვის მუხტის ტოლია და აქვს საპირისპირო ნიშანი. ამ შედეგმა დიდი გადატრიალება მოახდინა ფიზიკაში, თუმცა მაინც რჩებოდა მრავალი აუხსნელი მოვლენა, როგორიც არის იზოტოპების არსებობა.
ამ მომენტიდან საქმიანობაში ჩაერთო ახალგაზრდა ბორი, რომელმაც დაადგინა, რომ ნივთიერების ქიმიური თვისებები განისაზღვრება ელექტრონების რაოდენობით, ანუ მუხტით და არა მასით. ყოველივე ეს ხსნიდა იზოტოპების არსებობას, რადგან ალფა–დაშლის დროს (ალფა ნაწილაკი წარმოადგენს ჰელიუმის ბირთვს და +2 მუხტის მატარებელია), როდესაც ეს ნაწილაკი გამოიტყორცნება ბირთვიდან, მიღებული ელემენტი მენდელეევის პერიოდულ სიტემაში გადაინაცვლებს ორი უჯრით მარცხნივ, ხოლო ბეტა–დაშლის დროს, როდესაც ბირთვიდან ელექტრონი გამოიტყორცნება – ერთი უჯრით მარჯვნივ. ამრიგად აღმოჩენილ იქნა რადიოაქტიური წანაცვლების კანონი.
რეზერფორდ–ბორის მოდელი [რედაქტირება]
ნილს ბორი და ალბერტ აინშტაინიზემოთხსენებულ აღმოჩენას მოჰყვა კიდევ მრავალი, არანაკლებ მნიშვნელოვანი, რომელიც უშალოდ ატომის აგებულებას შეეხებოდა.
შემუშავებულ იქნა ატომის აგებულების ე.წ. რეზერფორდ–ბორის მოდელი (მას აგრეთვე პლანეტარულ მოდელს უწოდებენ), რომლის მიხედვით ელექტრონები მოძრაობენ ბირთვის გარშემო, მზის გარშემო პლანეტების მოძრაობის მსგავსად. მაგრამ ამ მოდელის თანახმად ატომი ვერ იქნებოდა სტაბილური, ვინაიდან კულონური ურთიერთქმედების გამო, ელექტრონები მოძრაობენ აჩქარებით. კლასიკური ელექტროდინამიკის კანონების თანახმად, აჩქარებით მოძრავი ნებისმიერი დამუხტული ნაწილაკი გამოასხივებს ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რის გამოც კარგავს ენერგიას. გამოთვლებმა აჩვენა, რომ ასეთი "რადიოაქტიური არამდგრადობის" შემთხვევაში, ყველა ატომმა დაახლოებით მემილიონედ წამში უნდა დაკარგოს მთელი ენერგია და დაეცეს ბირთვს. თუმცა რეალურად მსგავსი რამ არ ხდებოდა და ფიზიკა კვლავ გადაუჭრელი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. პრობლემა მართლაც გადაუჭრელი იქნებოდა, რომ არა ნილს ბორის რადიკალურად განსხვავებული ნოვატორული იდეები.
ბორი აკეთებს პოსტულირებას, რომ მექანიკისა და ელექტროდინამიკის არსებული კანონების მიუხედავად, ატომებში არსებობს ორბიტები, რომლებზე მოძრაობის დროსაც ელექტრონები არ გამოასხივებენ და მსგავსი ორბიტები სტაბილურია, თუ მასზე მოძრავი ელექტრონების მოძრაობის რაოდენობის მომენტი –ს ჯერადია (სადაც h – პლანკის მუდმივაა). გამოსხივება ხდება ელექტრონის ერთი სტაბილური ორბიტიდან მეორეზე გადასვლის დროს, ხოლო განთავისუფლებული ენერგია მიაქვს გამოსხივების ერთ კვანტს. ამრიგად ბორმა გააერთიანა რეზერფორდის და პლანკის იდეა. ბორმა აგრეთვე ახსნა წყალბადის და ჰელიუმის ატომის სპექტრი. დაადგინა ელექტრონული გარსის შევსების პრინციპი, რამაც ქიმიური ელემენტების პერიოდულობის ფიზიკური ბუნება გამოაშკარავა. ამ ნაშრომებისათვის 1922 წელს ბორი ნობელის პრემიით იქნა დაჯილდოებული.
ნილს ბორი და ვერნერ ჰაიზენბერგი ბორის ინსტიტუტი კოპენჰაგენში [რედაქტირება]
რეზერფორდის ლაბორატორიაში მუშაობის შემდეგ ბორი დაბრუნდა სამშობლოში, სადაც 1916 წელს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის პროფესორის თანამდებობაზე დაინიშნა. ერთ წელიწადში იგი აირჩიეს დანიის სამეფო საზოგადოების წევრად, რომელსაც შემდგომში (1939 წლიდან) თვითონვე ჩაუდგა სათავეში.
1920 წელს ბორმა დააარსა თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი და მისი დირექტორი გახდა. მეცნიერის მიერ ჩამოყალიბებულმა ინსტიტუტმა დიდი როლი ითამაშა კვანტური ფიზიკის განვითარებაში. ბორის სკოლა გაიარეს მე–20 საუკუნის ისეთმა დიდმა მეცნიერებმა, როგორებიც იყვნენ: ფელიქს ბლოხი, ოგე ბორი, ვიქტორ ვაისკოფი, ლევ ლანდაუ და სხვები. ბორის ინსტიტუტს არაერთხელ ესტუმრა ვერნერ ჰაიზენბერგი ზუსტად იმ დროს, როდესაც იქმნებოდა მისი "განუზღვრელობის პრინციპი"". ამავე ინსტიტუტში მიმდინარეობდა დისკუსიები ნილს ბორსა და ერვინ შრედინგერს შორის, რომელიც აქტიურად იცავდა ტალღურ თეორიას.
რეზერფორდის ლაბორატორიაში გატარებული წლების შემდეგ, ბორი სულ უფრო დიდ ყურადღებს აქცევდა ბირთვულ თემატიკას. 1936 წელს მან შეიმუშავა ატომის ახალი მოდელი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბირთვის დაყოფის პრობლემის შესწავლისას. ბორმა იწინასწარმეტყველა ურანის ბირთვის სპონტანური დაშლა.
ბორის სახელთან აგრეთვე დაკავშირებულია კვანტური თეორიის ალბათური ინტერპრეტაცია. ამაში დიდი როლი ითამაშეს ბორისა და ალბერტ აინშტაინის დისკუსიებმა, რომელიც ცხოვრების ბოლომდე ვერ ეგუებოდა კვანტური მექანიკის ალბათურ ახსნას. ბორმა აგრეთვე შეიმუშავა შესაბამისობის პრინციპი, რომლის საშუალებით შესაძლებელი გახდა მაკრო და მიკრო სამყაროთა კანონებს შორის კავშირის დადგენა.

GOGORDI
გოგირდი
S 16
32,066
3s²3p4
გოგირდი
გოგირდი (სიმბოლო S) – პერიოდული სისტემის მეექვსე ჯგუფის ელემენტია. მისი რიგობრივი რიცხვია –16. მასური სიცხვი 32. მაშასადამე, ბირთვი სედგება 16 პროტონისა და 16 ნეიტონისაგან. ბირთვის ირგვლივ 16 ელექტრონია. გოგირდი ტიპიური მეტალოიდია, მისი უარყოფითი ვალენტობა ვლინდება სულფიდებში, ნაერთებში SO2 და SO3 და მათ ნაწარმებში გოგირდის დაჟანგულობის რიცხვი არის +4 და +6.
ფიზიკური თვისებები [რედაქტირება]
გოგირდი ყვითელი მყიფე კრისტალური ნივთიერებაა, სითბოსა და ელექტრობის ცუდი გამტარია. წყალში გოგირდი არ იხსნება, კარგად იხსნება გოგირდნახშირბადში CS2 და ეთერში (C2H2)2O.
გოგირდის რამდენიმე ალოტროპული სახესხვაობაა ნობილი. ასეთია რომბული, პრიზმული და პლასტიკური.ოთახის ტემპერატურაზე მდგრადია რომბული გოგირდი, 96 °–ზე და უფრო მაღლა მდგრადია პრიზმული გოგირდი. რომბული გოგირდი ლღვება 113°–ზე, ადუღებამდე გაცხელებული გოგირდი რომ ცივ წყალში ჩავასხათ, გაცივებისას მივიღებთ პლასტიკურ გოგირდს, რომელიც რამდენიმე საათში მყიფე ხდება, ყვითლდება და ბოლოს რომბულ გოგირდად იქცევა. რომბული და პლაზმური გოგირდის მოლეკულების შედგენილობა ერთნაირია, თითოეული მოლეკულა 8 ატომისაგან შედგება S8. მაგრამ რომბულ კრისტალებში მოლეკულების წყობა სხვაგვარია ვიდრე პრიზმულში. ეს არის ალოტროპიის ერთ–ერთი სახე, პოლიფორმიზმი ეწოდება. პოლიმორფიზმი არის ზოგიერთი მარტივი და რთული ნივთიერების მიერ სხვადასხვა კრისტალური ფორმის სახესხვაობის წარმოქმნის უნარი.
გოგირდის მიღება [რედაქტირება]
თვითანაბადი გოგირდის მოპოვება საბადოებიდან შედარებით ადვილია. საბადოში მილით ჩაუშვებენ გახურებეულ ორთქლს მაღალი წნევის ქვეშ და მეორე მილით ამოაქვთ გალღობილი გოგირდი.
თვითნაბადი გოგირდის გარდა გოგირდს ღებულობდნენ გოგირდწყალბადისა და ჰაერის გატარებით გააქტივებულ ნახშირზე, რომელიც კატალიზატორის როლს ასრულებს:
2H2S + O2 → 2H2O + 2S
გოგირდს ღებულობენ ასევე გოგირდოვანი გაზის ნახშირით აღდგენით მაღალ ტემპერატურაზე:
SO2 + C → CO2 + S
გოგირდს ღებულობენ აგრეთვე რკინის ალმადანის (პირიტის) გახურებით ღუმელში 600°–მდე. ამ ტემპერატურაზე ალმადანი იშლება:
FeS2 → FeS + S
რის შედეგადაც მიიღება გოგირდოვანი რკინა და გოგირდი.
ქიმიური თვისებები [რედაქტირება]
გოგირდის ცისფერი ალი წვისასქიმიურად გოგირდი აქტიური მეტალოიდია. ის მრავალ ელემენტს უერთდება, ელექტრონული გარე გარსის შევსებამდე გოგირდის ატომს ორი ელექტრონი აკლია. მაშასადამე, გოგირდი უერთდება ისეთ ელემენტებს, რომლებიც ადვილად გასცემენ თავის სავალენტო ელექტრონებს. ასეთია პირველ რიგში მეტალები და წყალბადი. მაშასადამე, გოგირდი ძლიერი მჟანგავია. ამას გარდა გოგირდი მრავალ მეტალოიდსაც უერთდება. ის ადვილად შედის რეაქციაში ჟანგბადთან. ჰაერზე ანთებისას გოგირდი ცისფერი ალით იწვის და წარმოქმნის ძირითადად გოგირდის ორჟანგს:
S + O2 → SO2
ამ შემთხვევაში გოგირდი აღმდგენ თვისებებს იჩენს, თვითონ კი S+4 იჟანგება.
ჟანგბადის არეში გოგირდის წვა ენერგიულად მიმდინარეობს. გოგირდის ორჟანგის დაჟანგვით მიიღება გოგირდის ანჰიდრიდი SO3.
ქლორთან გოგირდი წარმოქმნის S2Cl2, SCl2–ს. ნახშირბადთან – გოგირდნახშირბადს CS2–ს, ფოსფორთან P2S3–ს და ა. შ.
გოგირდის გამოყენება [რედაქტირება]
გოგირდი მრავალგვარ გამოყენებას ჰპოვებს. სოფლის მეურნეობაში დიდი გამოყენება აქვს გოგირდის მტვერს ვაზის მავნებლებთან ბრძოლაში. გოგირდი ხმარდება შავი დენთისა და ასანთის წარმოებას. იხმარება აგრეთვე მედიცინაში, დიდი რაოდენობით ხმარდება გოგირდი გოგირდჟავას და გოგირდის სხვა ნაერთების დამზადებას.
ნედლი კაუჩუკის გოგირდთან გაცხელებით მიიღება რეზინი. კაუჩუკის რეზინად გარდაქმნას ვულკანიზაცია ეწოდება. გოგირდის დახმარებით კაუჩუკიდან მზადდება საბურავები, მილები, შლანგები, ჩექმები და სხვ.
გოგირდი ბუნებაში [რედაქტირება]
გოგირდი ბუნებაში გვხვდება თავისუფალ მდგომარებაში (თვითნაბადი გოგირდი) და ნაერთების სახით. თვითნაბად გოგირდს ვხვდებით ჩამქრალი ან მოქმედი ვულკანების ახლოს.გოგირდის საბადოები მოიპოვება თურქმენეთში, ყარაყუმის უდაბნოში, უზბეკეთში, კავკასიაში, ქერჩის ნახევარკუნძულზე და ვოლგისპირეთში.
გოგირდის ნაერთებიდან ძლიერ გავრცელებულია სულფიდები (გოგირდის ნაერთები მეტალებთან). ბევრი მათგანი მეტალების მოსაპოვებლად გამოიყენება, ასეთია რკინის ალმადანი FeS2,სპილენძის ალმადანი CuFeS2, სპილენძის კრიალა Cu2S, ტყვიის კრიალა PbS, თუთიის კრიალა ZnS და სხვა.
საკმაოდ გავრცელებულია ბუნებაში გოგირდმჟავას მარილები, მაგალითად თაბაშირი CaSO4 • 2H2O, ბარიტი BaSO4 და სხვა. ყურე ყარა–ბოღაზგოლი ყოველწლიურად იძლევა მილიონობით ტონა მირაბილიტს – ათ მოლეკულა წყალთან დაკრისტალებულ ნატრიუმ–სულფატს NaSO4 • 10H2O, მწარე მარილს MgSO4 • 7H2O.
თვითნაბადი გოგირდის სუბლიმაციით (აქროლებით) მიიღება გოგირდის მტვერი, ხოლო გამოდნობით ღებულობენ კოშტოვან გოგირდს

FUDZEEBIS FIZIKURI TVISEBEBI
FUDZE
ფუძე(ინგ. Base) – რთული ნივთიერებაა, რომლის მოლეკულა შედგება მეტალის ატომისა და მასთან შეერთეებული ჰიდროქსილის ერთი ან რამდენიმე ჯგუფისაგან. ფუძეები ისეთი ელექტროლიტებია, რომლებიც წყალხსნარებში დისოცირდება და წარმოქმნის ჰიდროქსილიონებს.მაგ:
KOH ↔ K+ + OH-
NH4OH ↔ NH4+ + OH-
როგორც ჩანს. ფუძეების დისოციაცია წყალხსნარებში წარმოიქნება მეტალის იონები და ჰიდროქსილ–იონები. ჰიდროქსილ–იონთა რაოდენობა ფუძის მოლეკულაში მის მჟავურობას განსაზღვრავს. მაგალითად: NaOH ერთმჟავური ფუძეა, Ba(OH)2 - ორ მჟავურია.
ფუძეთა ძალა დამოკიდებულია მათი დისოციაციის ხარისხზე.
ფიზიკური თვისებები [რედაქტირება]
ფუძეები მყარი ნივთერებებია, რომელსაც სხვადასხვა შეფერილობა აქვს, მაგალითად ნატრიუმის ჰიდროჟანგი NaOH, კალიუმის ჰიდროჟანგი KOH, კალციუმის ჰიდროჟანგი Ca(OH)2 თეთრია, რკინის ჰიდროჟანგი Al(OH)3 მურა წითელია, კობატის ჰიდროჟანგი Co(OH)3 ვარდისფერია. მეტალების მეტი წილი წყალში უხსნადია. კარგად იხსნება წყალში ნატრიუმის, კალიუმის, ბარიუმის და შედარებით ნაკლებად კალციუმის ჰიდროჟანგები.
ქიმიური თვისებები [რედაქტირება]
ფუძეები იყოფა ორ ჯგუფად:წყალში ხსნად და უხსნად ფუძეებად.
წყალში ხსნად ფუძეებს ტუტეები ეწოდება. ტუტეებია NaOH, KOH და სხვა. მათ ძლიერი ტუტე რეაქცია აქვთ. ტუტეების ხსნარების აორთქლებისას გამოიყოფა მყარი ტუტე. ამონიუმის ჰიდროჟანგი NH4OH აორთქებისას იშლება ამიაკად და წყლად:
NH4OH = NH3 + H2O
რომელთაგან ორივე ორთქლდება.
1.ფუძეების ყველაზე დამახასიათებელი თვისებაა ურთიერთქმედება მჟავასთან, რომლის დროსაც მიიღება მარილი და წყალი:
2NaOH+H2SO4=Na2SO4+2H2O
ამ რეაქციის შედეგად მიღებულ ხსნარში არ არის არც მჟავა და არც ტუტე.
ხსნარს,რომელშიც არ არის არც მჟავა და არც ტუტე, ნეიტრალური ხსნარი ეწოდება.
მჟავასთან რეაქციაში შედიან ასევე უხსნადი ფუძეებიც:
Cu(OH)2+2Cl=CuCl2+2H2O
მჟავას ურთიერთქმედებას ფუძესთან, რის შედეგადაც მიიღება მარილი და წყალი, ნეიტრალიზაციის რეაქცია ეწოდება.
2.ტუტეები ურთიერთმოქმედებს მჟავაოქსიდებთან:
2NaOH+CO2=Na2CO3+H2O
KOH+SO3=K2SO4+H2O
3.ტუტე ურთიერთქმედებს მარილთან, თუ რეაქციის შედეგად გამოიყოფა წყალში უხსნადი ფუძე ან მარილი:
2NaOH+CuCl2=Cu(OH)2(ილექება)+2NaCl
4.წყალში უხსნადი ფუძე გახურებით იშლება:
Cu(OH)2 → CuO+H2O
2Fe(OH)3 → Fe2O3+3H2O
5.ტუტეების კონცენტრირებული ხსნარები მოქმედებს ორგანულ ნივთიერებებზე და შლის მათ. ამიტომ NaOH-ს, KOH-ს და სხვ. მწვავე ტუტეებს უწოდებენ სხეულზე მათი მოხვედრა ძალიან სახიფათოა

Aleqsandre Volta
ალესანდრო ვოლტა
გრაფი ალესანდრო ვოლტა (იტალ. Alessandro Giuseppe Antonio Anastasio Volta; დ. 18 თებერვალი, 1745 — გ. 5 მარტი, 1827) — ლომბარდიელი ფიზიკოსი, რომელსაც მიაწერენ პირველი ელექტრული ფიჭის (ბატარეის პროტოტიპი) შექმნას.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ალექსანდრო დაიბადა 1745 წელს მილანთან ახლოს მდებარე ქალაქ კომოში, შეძლებული ფილიპ ვოლტას ოჯახში. იგი ოცი წლისა გიმნაზიაში ფიზიკას ასწავლიდა, ხოლო 25 წლისა პავიის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა.
დამსახურებები [რედაქტირება]
ვოლტას ბატარეავოლტა იყო პირველი მეცნიერი, ვინც ელექტროდენი აღმოაჩინა და გამოიკვლია. გალვანის ცდა დაეხმარა ვოლტას პირველი დენის წყაროს შექმნაში. ამ წყაროს „ვოლტას სვეტს“ (ნახ. 1) უწოდებენ. ვოლტას სვეტი ქიმიური დენის წყაროების წარმომადგენელია. იგი არის გალვანური ელემენტების შეერთება ანუ ბატარეა. ბატარეის ბოლოების შეერთებით მიიღებოდა კონტური, რომელსაც შემდგომში ელექტრული წრედი უწოდეს.
ვოლტამ აიღო რამდენიმე დუჟინი (12 ცალი) ერთი დუიმის (2,54 სმ.) დიამეტრის მრგვალი სპილენძის ფირფიტა, ამდენივე კალისა. შემდეგ ფოროვანი მასალის (მუყაო, ტყავი) რგოლები გამოჭრა. ყველა ეს ფირფიტა ერთმანეთზე მონაცვლეობით სვეტებად განალაგა და ყოველ წყვილს შორის მჟავაში დასველებული მუყაოს რგოლი ჩაუდო. როცა შეეხო ერთი ხელით ზედა ფირფიტას, ხოლო მეორეთი ქვედას, იგრძნო, რომ ელექტროობამ დაარტყა. ეს მოხდა 1800 წელს. ასე შეიქმნა პირველი ქიმიური დენის წყარო „ვოლტას სვეტი“.
ალექსანდრო ვოლტის პატივსაცემად ძაბვის ერთეულს ვოლტი უწოდეს.
ვოლტას ცხოვრებამ ბედნიერად და უშფოთველად ჩაიარა. ბედმა დაასაჩუქრა სახელითა და დიდებით, გაათავისუფლა მატერიალური საზრუნავისაგან.
ალექსანდრო ვოლტა გარდაიცვალა 1827 წლის 5 მარტს კომოში, სადაც გაატარა მთელი მისი ახალგაზრდობა.

Subscribe to:
Posts (Atom)

%5B1%5D.jpg)